ბლოგის შესახებ

ბოლო განახლება: ორშაბათი, 6 ოქტომბერი, 2008

გამარჯობა!

   შენ ამჟამად ჩემს ბლოგზე იმყოფები. მე გოდე ვარ, ბლოგი კი რაღაც ელექტრონული დღიურის მაგვარია. შესაბამისად შენ გოდეს დღიურებში იქექები :) თუმცა, ბლოგი, პირდაპირი გაგებით დღიურს არ წარმოადგენს და შებამისად, თუ პირველი წინადადების შემდეგ იმედი მოგეცა, რომ ჩემი პირადი ცხოვრების გულისამაჩუყებელ ისტორიებს ან ინტიმურ დეტალებს გაეცნობოდი, სხვაგან მოხვდი ;)

   კონკრეტული მიზანი, რის გამოც ეს ბლოგი გავხსენი, არ გამაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხანია მინდა მეც ავყვე ინტერნეტ მოდას და ვირტუალურ აბლაბუდაში ჩემი კუთხე მოვიწყო. დროის სიმცირის გამო არ ვიცი რამდენად ხშირად განვაახლებ აქაურობას, მაგრამ იდეები საკმაოდ გამაჩნია და ვნახოთ რა გამოვა. 

   არ ვიცი რაიმე ახალი თუ გაიგეთ ამ გვერდის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მისურვეთ წარმატება ჩემი ბლოგის აღზრდა-განვითარების საქმეში, მე ის ნამდვილად არ მაწყენს :)

კომენტარები დროებით შეჩერებულია.