WM Unicode Fonts თქვენს ტელეფონში
დიდი ხანი არ არის, რაც ჩემი ძველი მობილური ტელეფონი ისე გაფუჭდა, რომ მის გაკეთებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ ახლის ყიდვა მომიწია. მიუხედავად არსებული iPhone-მანიისა, არჩევანი მაინც Windows Mobile-ზე შევაჩერე. ბევრი ქექვის, შედარებისა და ფიქრის შემდეგ, ჩემი რჩეული Samsung Omnia 8GB გახდა.
Samsung-ის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ტელეფონი მართლაც რომ მშვენიერია და პრაქტიკულად ყველა ასპექტში მომწონს. ერთადერთი რაც არ მომწონს მისი მუსიკალური შესაძლებლობებია, რაც Sony Ericsson-ის W სერიის ტელეფონის რამდენიმე წლიანი გამოყენების შემდეგ გასაკვირი არც არის.
გქონდეს WM და არ გამოიყენო მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად, ნიშნავს იმას, რომ WM საერთოდ არ გჭირდება. შესაბამისად, როცა ჯიბეში გიდევს ტელეფონი, რომლის პროცესორიც პრაქტიკულად იგივე სიხშირეზე მუშაობს, რაზეც ჩემი პირველი კომპიუტერის პროცესორი, უბრალოდ გავალდებულებს მაქსიმუმი გამოწურო მისგან. პირველი, რაც ადამიანს თავში მოგდის, კომუნიკატორის ინტერნეტთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. ინტეგრაცია იწყება და… და უცებ აღმოაჩენ რომ ტელეფონი ქართულ უნიკოდს ვერ აღიქვამს. მივდივართ ინტერნეტში და ვეძებთ წამალს. წამალს ცხადია ვპოულობთ, მაგრამ როგორც ჭეშმარიტ დეველოპერს მეტი გვინდა.
მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო და ერთი ჩემი მეგობრის წამბაძველობით (დავით მადლობა
) რომელმაც არ დაიზარა და ქართული შრიფტის ინსტალატორი დაწერა, მეც ჩავუჯექი ამ ერთი შეხედვით უაზრო საქმეს და WM-სთვის ჩემი პირველი აპლიკაცია დავწერე.
ამ დროის ხარჯვას რომ მეტი აზრი ჰქონოდა, არც ის დამეზარა, ამეღო რამდენიმე სტანდარტული შრიფტი და შემექმნა ახალი ჰიბრიდები. (თუმცა ჰიბრიდებში საწყისი შრიფტების ხარისხი ცოტათი გაუარესდა და თუ ვინმემ ამის წამალი იცის და გამიმხელს, დიდად დამავალებს.). შედეგად სამყაროს მოევლინა ახალი ჰიბრიდული შრიფტები
- TahomaSylfaen
- SegoeSylfaen
- VerdanaSylfaen
- TrebuchetSylfaen
- TahomaGlaho
- SegoeGlaho
- VerdanaGlaho
- TrebuchetGlaho
როგორც ალბათ სათაურიდან მიხვდით, თითოეული ეს შრიფტი აერთიანებს ორ შრიფტს. მაგალითად Tahoma Glaho-ში ინგლისური ალფავიტის ასოები აღებულია Tahoma-დან, ხოლო ქართულის კი BPG Glaho-დან. ცხადია საინსტალაციო პაკეტში ჩვეულებრივი შრიფტებიც ჩავსი ხელუხლებელი. ესენია: BPG Glaho, Tahoma, Sylfaen. პირველს ის მინუსი აქვს, რომ მასში რუსული ალფავიტის ასოები არ მოიპოვება და ეს გარკვეულ პრობლმებს შეგიქმნით რუსულენოვან საიტებზე.
იმისათვის რომ თქვენი WM მოწყობილობა ახალი შრიფტებით აღჭურვოთ, იწერთ ტელეფონში პროგრამას, უშვებთ მას, ირჩევთ სასურველ შრიფტს და აჭერთ ინსტალაციის ღილაკს. ტელეფონი გადაიტვირთება და უკვე ახალი შრიფტით აღჭურვილი გაგახარებთ ქართული უნიკოდის მხარდაჭერით.
თუ არცერთი შრიფტი არ მოგეწონათ და ქართული უნიკოდის მხარდაჭერა სულ არაფერში გჭირდებათ თქვენს WM მოწყობილობაზე, შეგიძლიათ მენიუდან Restore Defaults-ი აირჩიოთ და სისტემა მშობლიურ Tahoma-ზე დაბრუნდება
იმისათვის რომ ეს ყველაფერი ჩემნაირი ხალხისთვის უფრო სიანტერესო იყოს, პროგრამასთან ერთად ვავრცელებ პროგრამულ კოდსაც, რათა ნებისმიერმა მსურველმა დაათვალიეროს, შეცვალოს ან თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ეს კოდი.
მოკლედ შეგიძლიათ გადაიწეროთ როგორც შრიფტის ინსტალატორი, ისე მისი პროგრამული კოდი და შენიშვნები და იდეები უკვე ბლოგის საშუალებით გამიზიაროთ
ამას არ ველოდი შენგან! ოღონდ “პაპსა” დივაისი არ გქონოდა და WM გიყიდია!

რამხელა შეცდომა დაუშვი აზრზე არა ხარ!
@Rocko ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩემო როკო
შემდეგი გაჩერება Android-ი იქნება, იქამდე კი I’m happy owner of WM
P.S. არაა ეს iPhone საჩემო და რა ვქნა
არა რა
ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი, windows mobile? და თან “happy owner”?
:D არ გრცხვენია მაინც ამას რომ წერ? :S
ჩემო სოსო, არაა ეს სტივიფონი საჩემო და რა ვქნა? აი ანდროიდზე კი ვარ ვაცივით, მაგრამ მე რო ომნია ვიყიდე მაშნ აქ ანდროიდი რო გეყიდა სული უნდა გაგეყიდა, თან 2.0 არ იყო… მოკლედ შემდეგი კი იქნება ანდროიდი და იქამდე მაცალე happy owner-ობა
გოდე დიდი მადლობა…
სტივიფონზე გეთანხმები… მომავალი ხომ Google + HTC არის …
apple!!! - Google + HTC გეშინოდეს
ბალანსის შესანარჩუნებლად — Nokia! nokia !
შეიძლება თუ არა Windows Mobile 6 ქართული შრიფტით ტექსტის აკრეფვა?
გაუმარჯოს, ეს კი კაი რამე გაგიკეთებია მარა რატომღაც ჩემ ძველ WM-ზე არ აჩვენა ქართულად. იქნებ მაილზე გამომიგზავნო პირდაპირ ის ფონტი და მითხრა სად ჩავაგდო თორემ ასე არ დაყენდა სამწუხაროდ. WM 5.0 მაქვს. იმედია ამისთვისაც მოიძებნება წამალი
მაქვს HTC S620 (WM6)ძალიან დიდი მადლობა ამ უნიკოდებისთვის, მაგრამ საქმე იმაშია რომ JAVA აპლიკაციებში (IM+ Skype და კიდევ ერთი რუსულ-ინგლ. ლექსიკონი) მხოლოდ ქართული ასოებით იკრიფება და პროგრამაში ლათინურად რაც უნდა იყოს ისიც ქართული ანბანით ჩანს. ვცადე DEFAULT-ზე დაბრუნება თქვენივე პროგრამით, მაგრამ უშედეგოდ, მაინც იგივე პრობლემაა.
გთხოვთ დამეხმაროთ, რომ მართლა ძველებურზე დავაბრუნო უნიკოდები და როგორც ეს ამ პროგრამის გაშვებამდე იყო. მადლობა წინასწარ