Google Applications - უფასო სასწაული :)
რაც უფრო გადის დრო, ვრწმუნდები რომ Google ნელ-ნელა უახლოვდება იმ კომპანიას, რომელიც არა მხოლოდ ფულს აკეთებს ხალხზე, არამედ ხალხსაც ეხმარება იმის გაკეთებაში, რაც ამ უკანასკნელს სურს და რაოდენ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს გამოსდის, თან არაჩვეულებრივად
ალბათ დაახლოებით 1,5-2 წლის წინ რომ დამეწერა ის, რის დაწერასაც ახლა ვაპირებ, ბევრისათვის ახალი იქნებოდა, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანი იცნობს Google Applications სერვისს. საქმე იმაშია, რომ მე რატომღაც მთელი ეს პერიოდი ვერ ვახერხებდი თავი მომება და ჩავჯდომოდი ამ საკითხს, შესაბამისად, ჩემი ცოდნაც 0-ზე იყო და მხოლოდ “იცი რა მაგარია?” ტიპის შეფასებების მოსმენით შემოიფარგლებოდა. ბოლო ხანებში კი რაღაც შემიჩნდა და უფრო კარგად გავეცანი ყველაფერს. შედეგად ახლა ამას ვწერ
ყველაფერი იწყება ზღაპარივით: წარმოიდგინეთ, რომ გინდათ გქონდეთ თქვენი პერსონალური საიტი: www.yourlastname.ge. წარმოიდგინეთ? მშვენიერია! რა არის ამისთვის საჭირო? მართალია! დომენური სახელის დარეგისტრირება, ჰოსტინგის აღება, ჰოსტინგზე საიტის გამართვა, მეილ-სერვერთან დაკავშირება თქვენი საყვარელი საფოსტო პროგრამით, ან რაიმე ვებ-მეილ კლიენტის გამოყენება, რომელიც თქვენს ჰოსტინგზე აყენია და ა.შ.
ახლა ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა, რომ ყველა ჰოსტინგზე Gmail-ი ეყენოს ვებ-კლიენტად? წარმოიდგინეთ? მშვენიერია! მანდ შეწყვიტეთ ოცნება, რადგანაც თურმე ნუ იტყვით და ეს რეალობაა
რეალობის მისამართი კი მარტივია: http://www.google.com/a რა ბანალურია, არა?
ორი სიტყვით რა არის Google Applications: ეს არის Google-ს მიერ შემოთავაზებული სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველი დომენური სახელის შესაბამისად გქონდეთ ელექტრონული ფოსტა, საიტი, კალენდარი, დოკუმენტები და ყველაფერი ის, რაც საქმიან ადამიანს ჭირდება Google-ს ინტერფეისით და რაც მთავარია - უფასოდ!
როგორ? მარტივად! არეგისტრიდებთ დომენს, მაგალითად www.lastname.com გჭირდებათ NS ჩანაწერები ნებისმიერ DNS სერვერზე. შემდეგ რეგისტრიდებით ამ მისამართზე და რეგისტრაციისას უთითებთ lastname.com-ს, შემდეგ მცირედი კონფიგურაცია და…
და:
1. mail.lastname.com - თქვენი ვებ-მეილ კლიენტი, იგივე Gmail-ი, ოღონდ იმ დომენურ სახელზე, რაც თქვენ გაგიხარდებათ
2. docs.lastname.com - თქვენი ონლაინ დოკუმენტების საცავი
3. calendar.lastname.com - თქვენი კალენდარი ყოველდღიური საქმიანობისათვის
და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.
წაკითხულს ნაკები ეფექტი აქვს, გეთანხმებით. მაგრამ მთავარი მერე იწყება. მარტივი მაგალითი: ცხადია ყველას გვაქვს ელექტრონული ფოსტის რამოდენიმე მისამართი. “კიდევ ერთ დავიმატო? რისთვის? იმისთვის რომ სახელი@გვარი.ge მქონდეს?” არა მხოლოდ მაგისთვის
საქმე იმაშია, რომ გუგლში იზრუნეს ამაზე. თქვენი საფოსტო ყუთი, შეგიძლიათ მიუერთოთ ნებისმიერ სხვა საფოსტო ყუთს, რომელსაც POP პროტოკოლის მხარდაჭერა გააჩნია! ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ერთ საფოსტო ყუთში მოუყაროთ თავი წერილებს რომლებიც მოგდით yahoo.com, hotmail.com, gmail.com და ნებისმიერ სხვა ფოსტაზე! კიდევ უფრო შორს თუ წახვალთ, შეგიძლიათ შექმნათ ფილტრები, რომლის მიხედვითაც წერილები ავტომატურად დახარისხდება და მოხვდება მის შესაბამის კატეგორიაში, მეტიც! შეგიძლიათ ერთი საფოსტო ყუთიდან სურვილისამებრ გააგზავნოთ წერილები სხვადასხვა გამგზავნის მისამართით! ანუ ყველა ის გარე საფოსტო ყუთი, რომელიც მიერთებულია თქვენს ახალ, ძირითად ფოსტაზე, აგრძელებს ფუნქციონირებას ერთი ადგილიდან! მარტივად რომ ვთქვათ, Gmail-ის საფოსტო ყუთი, რომელიც თქვენთვის სასურველ დომენურ სახელზეა მიბმული, იქცევა არა უბრალოდ საფოსტო ყუთად, არამედ მეილ კლიენტად რომელიც ბევრ სხვადასხვა მეილზეა მიბმული, რაღაც Outlook-ის მსგავსი რამ გაქვთ, ოღონდ ბროუზერში, Gmail-ის ინტერფეისით. სიტყვაზე მენდეთ, არაჩვეულებრივია!
აღარაფერს ვამბობ Google Labs-ის პატარ-პატარა “მაიმუნობებზე” რომლებიც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ფოსტასთან მუშაობას.
გაითვალისწინეთ, რომ ერთი დომენის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ ფოსტებს შორის შესაძლებელია კონტაქტების გაზიარება, რაც კომპანიებისთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო საშუალება იყოს. Google Docs-ზე და კალენდარზე საუბარს აღარ შევყვები, იმიტომ რომ დილამდე შეიძლება გამიგრძელდეს და ჯობს აქ დავასრულო დღევანდელი ისტორია
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წაკითხულს ეფექტი არ აქვს, ისევე როგორც მოყოლილს, მხოლოდ მერე ხვდები ადამიანი, რამდენად მოსახერხებელი და ეფექტური საშუალებები შექმნა Google-მ, როცა ამას გამოცდი და პირველი აღფრთოვანების ტალღა გადაივლის.
ცადეთ, არ ინანებთ, ყველაფერი ძალიან მარტივია, ისევე როგორც მთლიანად Google-ს პროდუქცია, უბრალოდ შედით მისამართზე: http://www.google.com/a
P.S. ბოდიშს ვიხდი თუ ძალიან ტენდენციური ვარ ამ შემთხვევაში, მაგრამ ერთდღიანი კვლევა-ძიების შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩათვალეთ რომ თუ გემო გაუგეთ, თქვენც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ეს ხომ სწორედ ისაა, რაც ყოველთვის გვინდოდა: ყველა წერილი, ყველა დოკუმენტი, ყოველდღიური კალენდარი ერთად თავმოყრილი, ერთ წერტილში და რაც მთავარია ეს წერტილი წვდომადია ყველგან, სადაც ინტერნეტია. რაღა გინდა ადამიანს მეტი სრული ბედნიერებისათვის? ვიცი, ჰო, საქართველოს პირობებში შეიძლება ეს ბედნიერება მარტივად ჩაგიშხამოს ბანალურმა ფაქტმა: “გლობალი გაითიშა”
აუტანლად კარგად წერ

პოსტზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ მათი შესაძლებლობების მიუხედავად ჯერ კიდევ არ გამისინჯია google application-ები.
განაახლე ხოლმე რა ^_^ რამდენჯერაც შემოვდივარ, გული მწყდება
არადა ყველაფერი საინტერესოა.. და საკითხავადაც კარგია
სამაგიეროდ ბლოგზე მაქვს სათქმელი
კი ძალიან მაგარია მაგრამ კარგი რა კარგი რა =)) 50$ წელიწადში არც ბევრი არაა, მაგრამ სამაგიეროდ არც უფასოა :))
@ლუკა&
შრომას დაფასება არ უნდა ?
არა, თქვენ არასწორად გაიგეთ, უფასოა, სრულიად უფასო
ეგ 50$-იანი ვარიანტი უკვე Upgrade ვერსიაა
ჩემს მიერ დადებულ ბმულს თუ გაყვებით უფასოდაც დარეგისტრირდებით და არც არავინ მოგთხოვთ 50$-ის გადახდას.
.ge დომენის რეგისტრანტი Name Server-ის 2 ცალ IP-ს ითხოვს.
ხომ ვერ მეტყვით Google Sites-ზე ჰოსტინგის შემთხვევაში NS-ის IP-ები რა იქნება.
გმადლობთ