ბროუზერებს შორის თავსებადობის პრობლემებთან ბრძოლა
თუ ერთხელ მაინც არ შეგქმნიათ ბროუზერებს შორის თავსებადობის პრობლემა, ორი ვარიანტია: ან თქვენ ვებთან შეხება არ გაქვთ, ან თქვენ ლელა კაკულია გმფარველობთ
მოკლედ ყველასთვის ნაცნობია თავის ტკივილი, სახელად “ბროუზერებს შორის თავსებადობა” და ამ პრობლემასთან ბრძოლაში გატარებული უამრავ საათიც კარგად გახსოვთ… მაგრამ სხვადასხვა ბროუზერებს შორის თავსებადობაზე რა უნდა ილაპარაკო, როცა IE-ს ვერსიებს შორისაც კი განსხვავებულ რენდერინგს ვხვდებით და რეალურად ერთი და იგივე CSS-ით გაფორმებული HTML სხვადასხვაგვარად გამოიყურება.
ეს ყველაფერი რომ საშინლად ნერვების მომშლელია, ყველამ კარგად ვიცით. გამოსავალიც ყოველთვის ცხადი არ არის ხოლმე და პრობლემის გადაჭრასაც ბლომად დრო მიაქვს. მაგრამ პრობლემის გადაჭრა იქით იყოს, და ხშირად ჩნდება კითხვა “როგორ გავატესტირო ჩემი საიტი, ერთ ოპერაციულ სისტემაში, სხვადასხვა ვერსიის ბროუზერებზე?” ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ადრეც იცოდით და მას Multi IE ეწოდება. ეს არის საინსტალაციო პაკეტი, რომელიც ერთდოულად აყენებს თქვენს კომპიუტერზე რამოდენიმე ვერსიის IE-ს, რათა მოხერხებულად გაატესტიროთ თქვენი საიტი.
თითქოს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ არის ერთი პრობლემა, Multi IE არ მუშაობს Vista-ზე და შესაბამისად, თუ კომპიუტერზე XP არ აყენია, ერთი შეხედვით არც რამოდენიმე ვერსიის IE-ს მხარდაჭერა გამოვა. თუმცა აქაც არსებობს გამოსავალი, და მას IE Tester-ი ეწოდება. შინაარსობრივად ესეც იგივეა, რაც Multi IE უბრალოდ Vista-სათვის, მაგრამ პირადად მე, ეს ვარიანტი უფრო მომწონს, ბევრად უფრო მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელია. ერთი შეხედვით მარტივი იდეა: სხვადასხვა ტაბებში სხვადასხვა ვერსიის IE-ს გაშვებისა, ტესტირების დროს ძალიან ეფექტურია, არაა საჭირო სხვადასხვა ფანჯრებში სირბილი, ყველაფერი ერთ ფანჯარაშია, გვერდიგვერდ ტაბებში. კიდევ ერთი მოსახერხებელი ფუნქციაა Refresh All, რომელიც ყველა გახსნილ ტაბს არეფრეშებს, მაგრამ საერთოდ მაგარია Refresh All (No Cache) რომელიც გარდა დარეფრეშებისა, კეშსაც ასუფთავებს და საიტი სრულად იტვირთება თავიდან და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არაფერი დაკეშირებულა.
ეს რაც შეეხება ტესტირების მეთოდებს. ახლა რაც შეეხება განსხვავებებთან ბრძოლას. რომ არა ბატონი იოსები მე ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ გავიგებდი, რომ სამყაროში არსებობს მარტივი დასახელების მქონე ფაილი IE7.js (ახლა IE8.js-იც) რომელიც სხვას არაფერს აკეთებს თუ არა იმას, რომ IE-ს აიძულებს მოიქცეს როგორც სტანდარტების პატივის მცემელი, ცივილური ბროუზერი
შესაბამისად, როგორც ბატონი სოსოს ირწმუნება, შეგიძლია საიტი ააწყო პრინციპით “ააწყვე, მიუერთე IE7.js და დაივიწყე თავსებადობის პრობლემები” ოფიციალურ საიტზეც სწორედ ეს წერია:
IE7 is a JavaScript library to make Microsoft Internet Explorer behave like a standards-compliant browser. It fixes many HTML and CSS issues and makes transparent PNG work correctly under IE5 and IE6.
რომ არ მოგატყუოთ, თავად ჯერ ეს არაჩვეულებრივი საშუალება არ გამომიცდია, მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოვცდი ახალ პროექტზე და შედეგებსაც მოგახსენებთ. მანამდე კი გირჩევთ თქვენც გამოცადოთ, გამოიყენოთ ზემოთ ნახსენები პროგრამები სხვადასხვა ვერსიების IE-ში ტესტირებისათვის და მეტი დრო დაიტოვოთ ძილზე, გართობაზე ან თუნდაც რამე ახლის შესწავლაზე
უფრო დეტალურად ინფორმაცია ამ ჯადოსნური ფაილის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ
P.S. მართალია ამ თემაზე forum.ge-ზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ვიფიქრე რომ შეიძლება აქაც გამოდგომოდა ვინმეს ეს თემა, მითუმეტეს რომ სოსოს ბლოგზე სიჩუმეა IE7.js-თან დაკავშირებით ![]()
@gode
IE7.js აუცილებლად უნდა გამოსცადო მართლა ცხონებაა, ამასწინათ ამ კომპანიის http://www.phase2technology.com/ თანამშრომლებს ვურჩიე და წარმატებით გამოიყენეს და დამლოცეს
თან რა მომენტია იცი? IE6 იმდენად outdated ბრაუზერია და ამავე დროს იმდენად გავრცელებული რომ გვერდს ვერ აუვლი მაინც. არადა იმდენი დრო მიაქვს მე რომ მე ვარ და გასიგრძესიგანებული მაქვს ეგ პრობლემები მაინც ძალიან დიდ დროს მართმევს და სიმართლე გითხრა ძალიან დიდი დისკომფორტია
ხოდა დავეძალოთ IE7.js - ს და-ვე-ძა-ლოთ!!!
:)
lool :)) ლელა კაკულია რომ შველოდეს ამას, რამდენი მიმდევრები ეყოლებოდა :))
საინტერესო და სასარგებლო პოსტია
ეს ჯობს აშკარად