ისევ UNIQUEIDENTIFIER-ი როგორც Primary Key და NewSequentialID() – Microsoft-ის რეკომენდაციები
ჩემი ბლოგის ერთ-ერთ ძველ თემაში: UNIQUEIDENTIFIER ველი როგორც Primary Key, NEWID() და 1001 გაუგებრობა ვწერდი, საკმაოდ საინტერესო შედეგებს იძლევა წარმადობაზე შედარება როცა Primary Key-დ Unique Identifier-ია გამოყენებული. ამ საკითხზე საკუთარ ტესტებს, ინტუიციას და ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას დავეყრდენი და გავრისკე. რისკმა გაამართლა და შედეგი საკმაოდ ნორმალურია. ამ რამოდენიმე ხნის წინ, Microsoft-ის კონსულტანტებთან (უშუალოდ SQL სერვერის) საუბრისას, ეს საკითხი გამახსენდა და ვკითხე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სრულად პასუხი ვერ გამცეს, დამპირდნენ რომ აუცილებლად დააზუსტებდნენ ინფორმაციას და მეტყოდნენ. და აი, ნანატრი პასუხი მოვიდა! პასუხი არც მეტი, არც ნაკლები, ბმულის სახითაა წარმოდგენილი და ბლოგზე მიუთითებს
მაგრამ წასაკითხად და ინფორმაციის მისაღებად ძალიან საინტერესოა. რაღა ბევრი გავაგრძელო, იხილეთ მაიკროსოფტის ოფიციალური პასუხი და რეკომენდაციები ამ თემაზე. იმედია რამეში დაგეხმარებათ.
P.S. სპეციალურად მათთვის, ვინც შიშობს, რომ NewSequentialID-ს გამოყენება საფრთხეებს შეიცავს და შეიძლება არაუნიკალური რეზულტატი დააბრუნოს ან ზრდის რისკს დამთხვევებისა, ბმული გვეუბნება რომ: NEWID-ს შემთხვევაში განმეორებისა რისკი არის: “Rare chance of duplicates” მაშინ როცა NEWSEQUENTIALID()-ს შემთხვევაში: Globally unique. Virtually no chance of collisions. ასე რომ ნუ ნერვიულობთ უნიკალურობის პრობლემაზე